14-06-2018
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის თაობაზე გუნდში კონსულტაციები პრემიერობის კანდიდატთან ერთად გაგრძელდება.
ამის შესახებ თალაკვაძემ პრემიერის პოსტზე მამუკა ბახტაძის წარდგენის შემდეგ საკითხის კომენტიარებისას განაცხადა.
„მამუკა ბახტაძესთან ერთად გუნდი განაგრძობს კონსულტაციებს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაზე და უახლოეს მომავალში კანონით დადგენილ ვადაში ამის შესახებ გახდება ცნობილი.
მინისტრთა კაბინეტთან დაკავშირებით სახელობით მსჯელობა არ ყოფილება. იგეგმება კონსულტაციები“- განაცხადა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ არჩილ თალაკვაძემ მმართველი გუნდის სახელით პრემიერის პოსტზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურა წარადგინა.