19-02-2022
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 47 640 ვლევა ტესტით, მათ შორის 28 888 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 752 PCR ტესტით.ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 13 288 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 539 493.რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 27.89%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 31.94% ხოლო 7 დღის მანძილზე - 30.35%.ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 21 183 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 369 764. • ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 51 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 822 პირი ემსხვერპლა. ➢ დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 13 288 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 6 242 შემთხვევა, აჭარა - 843, იმერეთი - 1 887, ქვემო ქართლი - 656, შიდა ქართლი - 799, გურია - 476, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 937, კახეთი - 803, მცხეთა-მთიანეთი - 341, სამცხე-ჯავახეთი - 213, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 91.
➢ ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 153 881 საიდანაც:• 5 703 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 309, აჭარაში - 661, იმერეთში - 1 086.• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 256 პირი, მათ შორის, თბილისში - 474, აჭარაში - 139, იმერეთში - 385. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 287 პირი, მათგან თბილისში - 168, აჭარაში - 37, იმერეთში - 26.• 964 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 641 - თბილისში, 175 - აჭარაში.• 147 214 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. • საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 16 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 16, ხოლო აჭარაში - 0.
16-11-2024
16-11-2024