22-02-2022
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულებმა, მათივე სარგებლობაში არსებული ავტომობილით, ქალაქ თბილისში განახორციელეს დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გადაზიდვა, რა დროსაც მოხდა მათი მხილება.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 1 957 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, ასევე ის სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც განხორციელდა საქონლის გადაზიდვა.
ამოღებული უაქციზო სიგარეტის საბაზრო ღირებულება შეადგენს 8 610 ლარს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.
16-11-2024
16-11-2024