გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივლისი 08, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვოლოდიმირ ზელენსკი: ვაშენებთ ანტიპუტინისტურ კოალიციას!

24-02-2022

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო ლიდერებს ანტიპუტინისტური კოალიციის შექმნისკენ მოუწოდებს.


ამის შესახებ ზელენსკიმ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პირველ პირებთან საუბრის შემდეგ განაცხადა.


„ვესაუბრე ჯო ბაიდენს, ოლაფ შოლცს, შარლ მიშელს, ანდჟეი დუდას, ბორის ჯონსონს. მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ შეაჩერონ პუტინი და ომი უკრაინისა და მსოფლიოს წინააღმდეგ! ვაშენებთ ანტიპუტინისტურ კოალიციას. საჭიროა დაუყოვნებლივი სანქციები და უკრაინის თავდაცვითი და ფინანსური მხარდაჭერა. მსოფლიომ უნდა აიძულოს რუსეთი მშვიდობას დაუბრუნდეს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.


უკრაინაში საომარი მოქმედებები დღეს გამთენიისას დაიყო.უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის მასშტაბით საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031