28-02-2022
წინა კვირას გაიმართა სამი საპარლამენტო ასამბლეა, რომელზეც ეს ქალბატონები და მათი თანაპარტიელი ბატონები არცერთს არ დაესწრნენ, სადაც საქართველომ და ჩვენმა საპარლამენტო დელეგაციებმა გააკეთეს ძალიან მკვეთრი განცხადებები და სხვა ქვეყნებთან ერთად დავდექით საერთაშორისო სამართლის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სუვერენიტეტის და ომის დაგმობის მხარეზე და თქვენ, არც ერთმა არ იკადრეთ და არც ერთ დელეგაციაში არ წამობრძანდით’’ - ასე მიმართა ბიუროს სხდომაზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ,,ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენლებს.
როგორც სამხარაძემ აღნიშნა, მათ არ ადარდებთ არც უკრაინა, არც მშვიდობა უკრაინაში, მათი ინტერესი მხოლოდ, იაფფასიანი შოუების დადგმაა.
,,ეს არ არის თქვენი ინტერესი და აი, ეს ყველაფერი რაც მე მოვყევი არის სწორედ იმის გაგრძელება, რომ თქვენ არც უკრაინა არ გადარდებთ, არც მშვიდობა არ გადარდებთ უკრაინაში და ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ დადგათ შუები და იაფფასიანი სპექტაკლები. აქედან გამომდინარე, მე ასევე, კითხვის ნიშნები მაქვს - უკრაინის ელჩთან მიმართებაში, თუ ჩვენ საქმიანი დისკუსია გვინდა, უკრაინის ელჩს შევხვდეთ ყველანი ერთად. მე ამის პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ეს რაც თქვენ დღეს გააკეთეთ, ალბათ ისევ ამის გაკეთება გინდათ ხვალაც და ზეგაც. ამიტომ, ბატონო თავმჯდომარე, ძალიან გთხიოვთ, ჩემი გამოსვლა გაითვალისწინოთ, ბატონ დოლგოვს დაველაპარაკოთ და შევხვდეთ და ყველაფერი გავაკეთოთ, რაც საჭიროა, ამ სპექტაკლების გარეშე ‘’ - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ ბიუროს სხდომაზე.
16-11-2024
16-11-2024