გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მდინარე რიონის შავ ზღვასთან შესართავი ტერიტორია კოლხეთის ეროვნული პარკის ნაწილი გახდება

28-02-2022

„კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“  კანონში ცვლილებების თანახმად, მდ. რიონის შავ ზღვასთან შესართავი ტერიტორია კოლხეთის ეროვნული პარკის ნაწილი იქნება.


სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, განხორციელებული ცვლილების შედეგად, 671.5 ჰექტარით გაიზრდება კოლხეთის ეროვნული პარკის საერთო ფართობი და გახდება 44 980 ჰექტარი (მომატებული 671.5 ჰა-დან სახმელეთო ფართობი გაიზრდება-196.5 ჰექტარით და გახდება 29 229ჰა, ხოლო ზღვის აკვატორია გაიზრდება 475ჰექტარით და გახდება- 15 751ჰა).


"კოლხეთის ეროვნულ პარკს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. 2021 წლიდან იგი იუნესკოს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსს ატარებს. მდ. რიონის შავ ზღვასთან შესართავი ტერიტორიისთვის დაცული ტერიტორიის სტატუსის მინიჭება კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოში გავრცელებული ზუთხისებრთა სახეობების შესანარჩუნებლად, რომელიც გადაშენების პირასაა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში" - აცხადებენ სამინისტროში. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930