28-02-2022
აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან უკრაინის დამეგობრებული ოლქების და ქალაქების დასახმარებლად ფინანსური დახმარება გამოიყოფა.
აღნიშნული თანხით მოხდება სამედიცინო დახმარების საგნების, მედიკამენტების შესყიდვა და უკრაინული მხარისთვის გადაცემა. აჭარის მთავრობას აქვს აქტიური კომუნიკაცია დამეგობრებულ უკრაინულ რეგიონებთან და ჰუმანიტარული ტვირთის შეძენაც მათი საჭიროებების მიხედვით იგეგმება.
მეგობარი უკრაინული ქალაქებისთვის ჰუმანიტარული დახმარების პროცესში ჩაერთვებიან ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო. აჭარის მუნიციპალიტეტების მერიების მხრიდან გამოიყოფა ფინანსური რესურსები უკრაინელი ხალხისთვის პირველადი მოხმარების აუცილებელი ნივთების შესაძენად.
აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან და მუნიციპალიტეტებიდან 200 ათასი ლარის მობილიზება განხორციელდება.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს დაევალა უკრაინელი ვიზიტორების მასპინძლობისა და სხვადასხვა სერვისებით უზრუნველყოფა.
16-11-2024
16-11-2024