16-06-2018
რამდენიმე წუთის წინ უბედური შემთხვევა მოხდა კურორტ ბახმაროში.
კურორტის დირექტორის დავით საჯაიას ინფორმაციით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილში მცხოვრები 54 წლის მამაკაცი მეხმა მოკლა.
საჯაიას თქმით, მისი გადმოსვენება ვერ ხერხდება, რადგან მდინარე ბახის წყალია ადიდებული:
"სპეციალური ტექნიკა უკვე მობილიზებულია. ვცდილობთ ჩვენი ძალებით კალაპოტის გაჭრას და რამდენიმე საათში მოხერხდება გარდაცვლილის გადმოსვენება," _ გვითხრა საჯაიამ.
კურორტის დირექტორის ინფორმაციით, ბახმაროში, ამ წუთებშიც ძლიერი წვიმა და ჭექა-ქუხილია.