გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ინტერნეტ დაიჯესტი
“სააკაშვილი თანაკურსელს აძალებდა, პორნოგრაფიულ ფილმში მონაწილეობა მიეღო”

18-12-2017

„მაშინ სააკაშვილს თანაკურსელმა გოგონამ უჩივლა!“ – ამბობს მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში და გამოცემას იმ სკანდალურ ინფორმაციას აწვდის, თუ რატომ იჯდა მიხეილ სააკაშვილი სტუდენტობის დროს, უკრაინაში „კაგებეს“ იზოლატორში, საიდანაც გამოიპარა.
თავად მიხეილ სააკაშვილმა ინფორმაცია, რომ იგი სტუდენტობის პერიოდში უკრაინული „კაგებეს“ იზოლატორის სახურავიდან გაიპარა, უკრაინულ ტელარხ „NewsOne“ -სთვის მიცემულ ინტერვიუში გააჟღერა.
„ჩემი ინფორმაციით, მაშინ სააკაშვილს თანაკურსელმა გოგონამ უჩივლა! სააკაშვილი გოგონას აძალებდა, რომ იმ პორნოგრაფიულ ფილმში მიეღო მონაწილეობა, რომელსაც თავად მიშა იღებდა. გოგონამ ამ ბინძურ წინადადებაზე უარი თქვა და ატყდა სკანდალი. სააკაშვილს უნივერსიტეტიდან რიცხავდნენ, მაგრამ ბიძის თემურ ალასანიას ჩარევითა და მფარველობით, სასწრაფოდ გაიწვიეს „კაგებეს“ ჯარებში. სწორედ ბიძამისის წყალობით, მთელი სამი წლის განმავლობაში, როცა „კაგებეს“ ჯარში მსახურობდა, სააკაშვილი ბოლისპოლის აეროპორტს არ გასცილებია და ეფრეიტორის ჩინიც კი მიიღო. ასე რომ სააკაშვილის სახით ჩვენ გვაქვს „კაგებეს“ ეფრეიტორთან და მისი განცხადებები იმის შესახებ, რომ 1986 წლის მაისში „კაგებეს“ იზოლატორიდან სახურავის საშუალებით გაიპარა, სხვა არაფერია, თუ არა ცნობილი ტყუილები ფოთისკენ „ღრუბელ-ღრუბელ“ გაფრენის შესახებ ან აგვისტოს ომის დროს სააკაშვილს ფოთში ფეხი საერთოდ არ დაუდგამს, ისევე, როგორც ებგურის ხიდთან არ ყოფილა მანამ, სანამ რუსმა ოკუპანტებმა სამეგრელოდან გუდანაბადი არ აიკრეს“ – აცხადებს პეტრე მამრაძე გაზეთ „ასავალ- დასავალთან“ ინტერვიუში.

წყარო: "კვირა"

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930