1-04-2022
მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისის ციფრულ ბანკში თანხის გადარიცხვა უკვე IBAN სკანერითაა შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვნადზოგავს მომხმარებლის დროს და ბანკთან ურთიერთობას კიდევ უფრო ამარტივებს.
ინოვაციური ფუნქციონალის დახმარებით, სასურველი ანგარიშის ნომრის ხელით აკრეფა აღარ არის საჭირო. ამის სანაცვლოდ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, მობილურის ფოტოგალერეიდან თიბისი აპში ატვირთოს ფოტო, სადაც ანგარიშის ნომერია მითითებული, ან ახალი ფუნქციონალის გამოყენებით, პირდაპირ ფოტოდან დაასკანეროს ის ანგარიშის ნომერი, რომელზეც თანხის გადარიცხვა სურს.
ფუნქციონალით სარგებლობისთვის, მომხმარებელმა გადარიცხვების მენიუში, ზედა მარჯვენა კუთხეში, QR-ის დასკანერების აღმნიშვნელ ღილაკს უნდა დააწკაპუნოს, დაასკანეროს ანგრიშის ნომერი ან ატვირთოს ფოტო და მიყვეს გადარიცხვის სტანდარტულ საფეხურებს.
ვიდეოში, თიბისის ციფრული გუნდის წევრი, თეა და მომხმარებელი, გვანცა გვიხსნიან, როგორ ამარტივებს IBAN სკანერითანხის ციფრული ბანკიდან გადარიცხვის პროცესს.
https://www.youtube.com/watch?v=8Ljun7BWrJk
IBAN სკანერით კიდევ უფრო გამარტივდა თანხის ჩარიცხვა თიბისის საქველმოქმედო ფონდშიც, რომელიც სპეციალურად უკრაინელი ხალხის დასახმარებლად შეიქმნა. ინოვაციური ფუნქციონალით შესაძლებელია ანგარიშის ნომრის საინფორმაციო ფოტოდან დასკანერება და თანხის მარტივად გადარიცხვა.
თიბისის გუნდი აქტიურად მუშაობს ინოვაციური ციფრული სერვისების, პროდუქტების და ფუნქციონალების შექმნასა და განვითარებაზე, რაც მოხმარებლების ცხოვრებას კიდევ უფრო გაამარტივებს.
16-11-2024
16-11-2024