გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს-მ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო - დაკავებულია 6 პირი

6-04-2022

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისსა და რეგიონებში 6 პირი დააკავეს, ამოღებულია სხვადასხვა ტიპის უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები.


გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1978 წელს დაბადებული ზ.ო. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში დააკავეს. პოლიციამ, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო: „გეკოს“ სისტემის 3 გადაჭრილი თოფი, 3 სხვადასხვა მოდელის საფანტის პისტოლეტი, 1 კუსტარულად დამზადებული პისტოლეტი, 3 არარეგისტრირებული სანადირო თოფი, სხვადასხვა კალიბრის 28 საბრძოლო ვაზნა, „რგდ“-ის ტიპის ხელყუმბარა და 3 ფალია.


ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ. ხ. თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს: „ტტ“-ს სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 2 მჭიდი და 10 საბრძოლო ვაზნა. ასევე, ამოღებულია უკანონოდ კულტივირებული, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე.


გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1973 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ქ.-ის საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 9 საბრძოლო ვაზნა.

რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს - 1991 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს, პოლიციამ მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 4 საბძოლო ვაზნა.


ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1961 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ძ. თბილისში დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 11 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.


სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1971 წელს დაბადებული ბ. ფ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა მარტვილში, მისი საცხოვრებელი სახლის და დამხმარე შენობა-ნაგებობების ჩხრეკის შედეგად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 54 ცალი ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დანაშაულები 4-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების, ასევე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა კულტივირების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3, მე-4, მე-6 ნაწილებით და 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930