გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილი: ავიაკომპანიების მომართვიანობის საფუძველზე, მოლოდინი გვაქვს, რომ ზაფხულის სეზონიდან საქართველოში ტურისტული ვიზიტების მნიშვნელოვანი ზრდა გვექნება

7-04-2022

2022 წლის ზაფხულის საავიაციო სეზონზე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიების მიმართვიანობა ძალიან გაიზარდა. განსაკუთრებით დიდია განაცხადები ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საქართველოში ფრენების განხორციელებასთან დაკავშირებით. რეისებისა და მიმართულებების რაოდენობიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს პოზიტიური მოლოდინები მიმდინარე წლის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით და ველოდებით კიდევ უფრო მეტ საერთაშორისო მოგზაურს ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა 2022 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ფრენის განრიგი, რომლის თანახმადაც ამ ეტაპისთვის წარმოდგენილი განაცხადების მიხედვით, ფრენები შესრულდება 34 ავიაკომპანიის მიერ, 30 ქვეყნის 70 მიმართულებით.


მინისტრის მოადგილემ ასევე გაამახვილა ყურადღება ტურიზმის სტატისტიკაზე, რომლის თანახმადაც საქართველოში 2022 წლის მარტში ტურისტული ვიზიტები, 2019 წელთან შედარებით, უკვე 50%-მდე აღდგა.


მისივე ინფორმაციით, არსებული მონაცემებით, რეისები კვირაში 385-395 სიხშირით განხორციელდება, თუმცა სეზონის პიკურ პერიოდში ფრენების რაოდენობა უფრო მზარდი იქნება. მისი თქმით, სანავიგაციო სეზონის მიმდინარეობის განმავლობაში, განრიგში მოცემული მიმართულებების და ფრენების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს ავიაკომპანიების მხრიდან შემოსული ახალი განაცხადების ან ახალი გადამზიდავების ინტერესის შესაბამისად.


„ჩვენ ვაგრძელებთ ტურისტული სექტორის მხარდაჭერას, რისი მაგალითიცაა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ტურიზმის სექტორი, მათ შორის, სასტუმრო და სარესტორნო ინდუსტრიას, 2021 წლის ქონების გადასახადს აღარ გადაიხდიან. ეს შეღავათი, რომელიც ჩვენ სექტორთან კონსულტაციების შედეგად მივიღეთ, ხელს შეუწყობს დარგის აღდგენის პროცესს," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930