8-04-2022
ჩვენ ახლა მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, მშენებლობა გვჭირდება, მთელი მთავრობა მოტივირებულია, რომ კიდევ უფრო მეტი სამუშაოები მეტი ინტენსივობით გავაგრძელოთ-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, იანვარ-თებერვალში ორნიშნა-14,6% იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გვაქვს, რაც ძალიან დამაიმედებელია.
„ჩვენ ახლა მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, მშენებლობა გვჭირდება, ეკონომიკური ზრდა გვაქვს ძალიან საიმედო, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს იანვარ-თებერვალში, ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა და ჯამში ორივე თვის ზრდა 14,6% გამოვიდა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დამაიმედებელია ჩვენთვის. ამ ტემპებს შენარჩუნება, აქტიურობა სჭირდება, მთელი მთავრობა მოტივირებულია, რომ კიდევ უფრო მეტი სამუშაოები მეტი ინტენსივობით გავაგრძელოთ და ვფიქრობ, რომ წელსაც ძალიან წარმატებული წელი უნდა გვქონდეს",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024