გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თიბისი ტექნოლოგიური სფეროს სპეციალისტებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს

8-04-2022

უკვე წელიწადზე მეტია, თიბისის გუნდი საერთაშორისო მასშტაბით ფართოვდება და სხვადასხვა ქვეყნიდან იზიდავს ტალანტებს ტექნოლოგიების მიმართულებით.


ტექნოლოგიურ სივრცეებთან უწყვეტი კავშირისთვის თიბისი მთანამშრომლების გარე ბაზრებიდან მოზიდვა დაიწყო. ამასხელი, ნაწილობრივ პანდემიამაც შეუწყო, რადგან ადამიანებმა მთელ მსოფლიოში დაინახეს, რომ კარგად მუშაობისთვის ზოგჯერ ოფისი საჭირო სულაც არ არის, მეტიც, არც იმას აქვს მნიშვნელობა, რომელ ქვეყანაში ხარ ეკრანს მიღმა. “იმუშავე საიდანაც გინდა” — ეს თიბისის გრძელვადიანი სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო 2020 წელს, რამაც კიდევ უფრო გაამარტივა ურთიერთობები ქართველ და უცხოელ თანამშრომლებს შორის.


პროცესი პანდემიამდე დაიწყო — თიბისის რამდენიმე წელია, გუნდები ჰყავს უზბეკეთში, უკრაინაში თუ ისრაელში, თუმცა ახლა მასშტაბები უფრო გაფართოვდა და კომპანიას ტექნოლოგიური მიმართულების სპეციალისტები ათი ქვეყნიდან შემოუერთდა. მათ შორის არის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, ინდოეთი, ყაზახეთი, სომხეთი და სხვა. თავის მხრივ, უზბეკეთში თიბისის 700-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს, რომელიც ციფრული ბანკის განვითარებაში იღებს მონაწილეობას და მათი 97% ადგილობრივია. საგულისხმოა, რომ გასულ წელს The Global Economics-მა თიბისი უზბეკეთში წლის საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა.


“მსოფლიოში ტექნოლოგიური კომპანიები არნახული ტემპებით ვითარდებიან, შესაბამისად, გვსურს, ის მიდგომები, რომლებიც მათთან გამოიყენება, ჩვენც დავნერგოთ. ჩვენი მიზანია, ტექნოლოგიების დარგში უახლესი საერთაშორისო გამოცდილება შემოვიტანოთ და უწყვეტ რეჟიმში ვიყოთ ტექ-სამყაროსთან. საქართველოს ბაზარი პატარაა, რაც ბუნებრივია,მოსახლეობაც ცოტანი ვართ, შესაბამისად, ახალ ტექნოლოგიებსა და ინსტრუმენტებზე ხელი ბევრს არ მიუწვდება, ამიტომ დავიწყეთ ტალანტების ძიება საზღვარგარეთაც. ეს იმანაც გაგვიადვილა, რომ, ფაქტობრივად, აღარ არსებობს შეზღუდვები და მთელი მსოფლიო, პანდემიის გამო, დისტანციურ მუშაობაზე გადაეწყო”, — ამბობს ნიკა მამულაშვილი, თიბისის ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ლიდერი.

თიბისის უცხოელი გუნდის წევრები პრაქტიკულად ყველა ტექნოლოგიური მიმართულებით ჰყავს. ესენი არიან software დეველოპერები თუ არქიტექტორები, ბიზნეს ანალიტიკოსები თუ ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინრები, რომლებიც, ნიკას თქმით, კომპანიას მატებენ დიდ გამოცდილებას და ცოდნას.


„დღევანდელ სამყაროში ტექნოლოგიები არის ყველგან და ყველაფერში. ეს სფერო იმიტომ ავირჩიე, რომ იგი მუდმივად ცვალებადია, არასდროს გეძლევა მოწყენის საშუალება და ყოველთვის საინტერესო გამოწვევების წინაშედგები. თიბისი არა მხოლოდ იზიდავს კარგ სპეციალისტებს, არამედ ქმნის შესანიშნავ სამუშაო პირობებს და გაძლევს ზრდის შესაძლებლობას. თიბისი ერთ-ერთია იმ მცირე რაოდენობის კომპანიებიდან, რომლებსაც ესმით, რომ კარგ სპეციალისტებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ მუშაობა. იმის და მიუხედავად, რომ ფიზიკურად სხვა ქვეყანაში ვიმყოფები, მათგან უზრუნველყოფილი ვარ საჭირო აღჭურვილობით და დახმარებით, შესაბამისად, საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებ,” - ამბობს ბლაგოჟ ტალევსკი, ინტეგრაციის კონსულტანტი მაკედონიიდან.


„IT სერვისების სექტორში, დაახლოებით, ათი წელია, ვმუშაობ და მითანამშრომლია მრავალ კომპანიასთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საერთო ჯამშიკი, 22 წელზე მეტიხნის გამოცდილება მაქვს IT-შიპროდუქტების, სტარტაპებისა და სხვა მიმართულებით. თიბისიმ მომცა უნიკალური შესაძლებლობა, ფართო მასშტაბის ტრანსფორმაცია მოვახდინო თავად თიბისისთვის. ეს არის შესაძლებლობა, გამოვიყენო ჩემი გამოცდილება და, თიბისის მიზნებთან შესაბამისად, აქ თანდათანობით დავნერგო ის საუკეთესო პრაქტიკა, რაც მსოფლიოს მასშტაბით მიმიღია. თიბისის გუნდმა გასწია დიდი ძალისხმევა, რათა შეესწავლათ ადგილობრივი კანონები და შეზღუდვები, ამასთან ისინი არიან მოქნილები, რომ ამ ყველაფერს მოერგონ. თიბისი ასევე დაგვეხმარა, შეგვეცნო ახალი ქვეყნის კულტურა და სამუშაო მიდგომები,“ - ამბობს სავინდერ პური, DevOps-ის არქიტექტორი, რომელიც ინდოეთიდან მუშაობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930