21-06-2018
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა.
ამის შესახებ წილკანისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსმა მეუფე ზოსიმემ სინოდის დღევანდელი კრების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„მეუფელ შიო, როგორც მოსაყდრე დაჯილდოვდა ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით“- განაცხადა მეუფე ზოსიმემ.
შეგახსენებთ, რომ სინოდის კრება წელს პირველად გაიმართა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად მეუფე შიოს თანამოსაყდრეობის საკითხი განიხილეს. დღესვე უკრაინის ავტოკეფალიის თემაზეც იმსჯელეს.