18-04-2022
„რადას თავმჯდომარესთან გვქონდა საუბარი და მან თავად, საკუთარი ინიციატივით გამოთქვა პოზიცია, რომ აუცილებელია, ტრიოს ფორმატი შენარჩუნდეს და ევროკავშირის დამოკიდებულება იყოს არა გამორჩეულად, ვთქვათ, უკრაინის, არამედ სწორედ ტრიოსა და რეგიონის მიმართ",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინაში განხორციელებულ ვიზიტზე საუბრისას განცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, უკრაინელ კოლეგასთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი ასოცირებული ტრიოს ფორმატს შეეხო.
„ახლა პირველი ეტაპი არის კანდიდატობის საკითხი, შემდეგ მოდის გაწევრიანების მომდევნო და უფრო გრძელვადიანი ეტაპი. აქაც მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, შენარჩუნდეს რეგიონული მიდგომა, რომელიც ევროკავშირს აქამდე ჰქონდა, ხოლო მეორე მხრივ, ეს არ იყოს გარკვეულად არც ვიზუალურად ისე წარმოდგენილი, თითქოს, ისტორიის ამ მონაკვეთში ომი რომ არის უკრაინაში, ამ ომის გამო მოხდეს განსაკუთრებული მიდგომა უკრაინის მიმართ. ეს თავად რადას თავმჯდომარემაც აღნიშნა, ვინაიდან ყველას გვაქვს ეს ომები გამოვლილი. თავისუფლებისა და ევროპული არჩევანისთვის ჩვენი წილი ტანჯვისა და სისხლისა გადახდილი გაქვს. რა თქმა უნდა, ევროკავშირში წევრობის წინაპირობა ეს არ არის", – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
16-11-2024
16-11-2024