გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ჩვენი მთავარი ვალი და ამოცანაა, იმ პრინციპებზე გავაგრძელოთ სიარული, რაც დატოვა ბიძინა ივანიშვილმა

22-04-2022

მთავარი პრინციპი ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის უნდა იყოს საკუთარი სამშობლოს მიმართ სწორი დამოკიდებულება. სადაც არის ქვეყნის მიმართ სიყვარული, იქ საქმე კეთდება სწორად და ამას საბოლოო ჯამში ხედავს საზოგადოება. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ამ 10 წლის განმავლობაში ჩვენ ცხრაჯერ მოვიპოვეთ საზოგადოების ნდობა. ჩვენ გვაქვს მყარი პრინციპები და მთავარი ამოსავალი წერტილი - ქვეყანას უნდა ვემსახუროთ. ეს არის ის პრინციპები, რაც დატოვა ბიძინა ივანიშვილმა - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ტვ „იმედის“ გადაცემაში “იმედი LIVE” განაცხადა.

 

მისი თქმით, სწორედ ამაზე დააფუძნა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური პარტია, როდესაც შექმნა „ქართული ოცნება“, ჯერ საზოგადოებრივი მოძრაობა 2011 წელს და შემდეგ 2012 წლის 21 აპრილს, პოლიტიკური პარტიის სახით. მისივე თქმით, ამ მოძრაობას და პოლიტიკურ პარტიას ძალიან მკაფიო მიზანი ჰქონდა თავიდანვე , ეს მიზანი იყო ქვეყანაში დემოკრატიული გარდატეხის შემოტანა.

 

„თქვენ გახსოვთ, რა მძიმე მდგომარეობა იყო ქვეყანაში და ჩვენ ეს მძიმე მდგომარეობა ფუნდამენტურად და რადიკალურად შევცვალეთ, კიდევ ერთხელ მადლობა უნდა გადავუხადოთ ამისთვის ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ამ ყველაფრის სულისჩამგდმელი იყო. გარდა იმისა, რომ ის სულისჩამდგმელი იყო, ჰქონდა სწორი მიმართულება და ხედვა, პირველ რიგში ის უნდა გავიხსენოთ, რომ მან თავი გადადო ამ ყველაფრისთვის. გახსოვთ, რა მძიმე რეჟიმი იყო, როგორ უპირისპირდებოდა ეს რეჟიმი ნებისმიერ ოპონენტს, სისასტიკით, სიძულვილით, ყველა მექანიზმი ჰქონდა ამაში ჩართული. ასეთ დროს ადამიანი, რომელიც ყველაფრით იყო უზრუნველყოფილი, როდესაც გადაწყვეტს ქვეყნისთვის თავის გადადებას, რისკის ქვეშ აყენებს ყველაფერს, არა მარტო საკუთარს, ოჯახსაც და ოჯახი მას გვერდით დაუდგა , როდესაც ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება მიიღო, მან გვაჩვენა თავგანწირვის მაგალითი და ამას გაყვა მთელი საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ და შემდეგ პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“.

 

ბევრი სხვა მაგალითიც მოგვცა და დაგვიტოვა ბიძინა ივანიშვილმა, მაგალითად ის, რომ საქმე უნდა აკეთო მოთმინებით, პრაგმატულად და შორს უნდა იხედებოდე, როდესაც პოლიტიკურ ნაბიჯებს დგამ. ეს არის ის, რაც ქართული პოლიტიკისთვის არ იყო დამახასიათებელი წინა 20 წლის განმავლობაში. გახსოვთ 90-იანი წლების შემდგომი პერიოდი სხვადასხვა ხელისუფლების დროს, მოუთმენლობა იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რამაც ჩვენ პრობლემები შეგვიქმნა ჯერ 90-იან წლებში, დასაწყისში, მოგვიანებით მომდევნო დეკადაში. ბიძინა ივანიშვილმა სწორედ ეს შემოიტანა ქართულ პოლიტიკაში, რომ საქმე უნდა აკეთო მითმინებით, არა სიძულვილით, არამედ ქვეყნის მიმართ სიყვარულით და უნდა გქონდეს მყარი პრინციპები, რაც გვაკლდა წინა 20 წლის განმავლობაში. ზუსტად ეს შემოიტანა ბიძინა ივანიშვილმა და ამისთვის უნდა ვიყოთ პირველ რიგში მის მიმართ მადლიერი. ჩვენი მთავარი ვალი და ამოცანაა, ამ პრინციპებზე გავაგრძელოთ სიარული, იმ პრინციპებზე, რაც დატოვა ბიძინა ივანიშვილმა“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930