25-04-2022
საქართველოს პროკურატურამ მარტვილის რაიონის სოფელ ხუმწში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
24 აპრილს მარტვილის რაიონის სოფელ ხუმწში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მარტვილის რაიონული სამმართველოს უფროსის მოდგილის დ.გ.-ს მართვის ქვეშ მყოფი „მიცუბიშის" მარკის ავტომანქანის და ვ.ჯ. -ს მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის" მარკის ავტომანქანის შეჯახების შედეგად მერსედესის მარკის ავტომანქანაში მყოფი მგზავრი გარდაიცვალა. ასევე, ორივე ავტომანქანის მძღოლმა ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
16-11-2024
16-11-2024