გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯუანშერ ბურჭულაძე: ჩვენი მიზანია, მივიღოთ კიდევ უფრო მეტად უკეთ შეიარაღებული, მომზადებული და დაფასებული ჯარი

30-04-2022

„ჩვენი მიზანია, მივიღოთ კიდევ უფრო მეტად უკეთ შეიარაღებული, მომზადებული და დაფასებული ჯარი“, - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

 

მან სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს თავდაცვის ძალების დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ქართული ჯარის გაძლიერების პროცესი გრძელდება.

 

„თქვენთან ერთად, კვლავ ვაგრძელებთ და ვაძლიერებთ ჩვენი ჯარის სათანადო აღჭურვასა და მზადყოფნის დონის ამაღლებას. ბოლო წლებში გადადგმული ნაბიჯების შედეგად გაძლიერდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახებისთვის სოციალური პირობები. წარმატებით განხორციელებულმა მრავალმა პროექტმა ახალი სტიმული მისცა ქართული სამხედრო მრეწველობის გაძლიერებას. მიმდინარეობს ქართული ავიაციის განახლების პროცესი. ახალი სტანდარტებით ახლდება ჩვენი სამხედრო ბაზები და ლოჯისტიკური საშუალებები“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

 

თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალების დღე მიულოცა მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს, დაჭრილ-დაშავებულ ჯარისკაცებს, ვეტერანებს, ასევე პატივი მიაგო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში გმირულად დაღუპულ მებრძოლებს.

 

„თანამედროვე თავდაცვის ძალების მშენებლობა და წარმატებები დაფუძნებულია მრავალი სხვადასხვა თაობის სამხედროს პროფესიონალიზმსა და თავდადებაზე“, - განაცხადა მან.

 

თავდაცვის ძალების დღე ვაზიანის მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში აღინიშნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031