2-05-2022
ჩვენი ინფორმაციით, ბევრმა იმპორტიორმა დაიწყო შედარებით იაფი საწვავის შემოტანა, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ასახულა ფასებზე-ამის შესახებ საქართველოს პრემირ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, კონკურენციის სააგენტო 15 მაისამდე წარმოადგენს შუალედურ დასკვნას და ამის შემდეგ, მთავრობას ექნება საშუალება, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.
„წინა პარასკევს, მე დავავალე ეკონომიკურ გუნდს, შეხვედრა გვქონდა კონკურენციის სააგენტოსთან და ვიმსჯელეთ საწვავის ფასებთან დაკავშირებით. ჩვენი ინფორმაცია არის შემდეგი, რომ ძალიან ბევრმა იმპორტიორმა დაიწყო შედარებით იაფი საწვავის შემოტანა საქართველოში, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ასახულა ფასებზე. ამიტომ, ჩვენ მივმართეთ კონკურენციის სააგენტოს, რომ შეისწავლოს დეტალურად საწვავის ფასები და 15 მაისამდე წარმოადგინოს შუალედური დასკვნა და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, მთავრობას საშუალება ექნება, რომ მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. ჩვენ წინასწარ არაფერს არ ვამტკიცებთ, არსებობს გარკვეული ინფორმაციებიც, რომ ხომ არ არის მაგალითად, რაიმე მოლაპარაკება ფასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა, რომ დაიდოს მონიტორინგის ანგარიში და ამის შემდეგ გავაკეთებთ შესაბამის დასკვნებს",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
16-11-2024
16-11-2024