4-05-2022
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი 2022 წლის აპრილის თვის სტატისტიკურ მონაცემებს აჯამებს. მედეა ჯანიაშვილის განცხადებით საერთაშორისო ტურისტულ ბაზრებზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სხვადასხვა ტიპის აქტიურ ღონისძიებებს ატარებს. ქვეყნის სწორი პოზიციონირებისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით ჩატარებული მარკეტინგული კამპანიის შედეგად კი ი ტურისტული ვიზიტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
„ვაგრძელებთ აქტიურ კამპანიას მიზნობრივ ბაზრებზე, შედეგად იანვარი-აპრილის მონაცემებით უკვე 52%-იანი აღდგენა გვაქვს ტურისტულ ვიზიტებში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით. ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი სტარტია იმისათვის რომ უკეთეს შედეგს მივაღწიოთ მთელი წლის განმავლობაში“.-განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.
2022 წლის აპრილში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 182,381 შეადგინა, რაც 140.5 %-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო ტურისტული მოგზაურების 2019 წლის აპრილის თვის მონაცემების 52.3 %-ით არის აღდგენილი.
წელს 4 თვეში საქართველოში 642,343 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, ეს მონაცემი +233.9 პროცენტით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2019 წლის იანვარი-აპრილის პერიოდის საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების 52.2 % აღდგენილია.
16-11-2024
16-11-2024