გაიგე განსხვავებული

კვირა, ივლისი 27, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თავდაცვის უწყებას სომხეთის თავდაცვის მინისტრი ეწვია

4-05-2022

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი იმყოფება. სურენ პაპიკიანს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხები პირისპირ ორმხრივ შეხვედრაზე განიხილეს.


მხარეებმა კეთილმეზობლური ურთიერთობის, ასევე, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს. საუბარი შეეხო რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. აღინიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესია არსებითად ცვლის გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურას, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში. ჯუანშერ ბურჭულაძემ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.


საუბრისას ყურადღება გამახვილდა მეზობელ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით არსებულ თანამშრომლობაზე. შეხვედრის დასრულების შემდეგ, თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს 2022 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას.


დღესვე, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031