გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, ივლისი 16, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი არის სათანადო, ჯანსაღ მდგომარეობაში - ვერ ვხედავთ ვერც მკურნალობის ნაკლებობას და ვერც თვითდაზიანებას

4-05-2022

პატიმრის ზრუნვაზე რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, მაგრამ რაც შეეხება თვითდაზიანებას, ამაზე პასუხიმგებლობა პატიმარს ეკისრება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის სათანადო, ჯანსაღ მდგომარეობაში.


„ჩვენ დღეს ვერ ვხედავთ ვერც მკურნალობის ნაკლებობას და ვერც თვითდაზიანებას, სინამდვილეში ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ სააკაშვილი არის სათანადო, ჯანსაღ მდგომარეობაში, თვითდაზიანებაც არ მიუყენებია მას, ცილებსაც საკმარისად იღებს. ეს არის ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს. ასეც და ისეც, ჩვენი მხრიდან იქნება უზრუნველყოფილი სათანადო მოპყრობა, რითაც გამოირჩევა არსებული პენიტენციური სისტემა წინა სისტემისგან განსხვავებით. რაც არის პასუხისმგებლობა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და არავის შეხსენება არ გვჭირდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


მიხელ სააკაშვილის ოჯახის წევრები მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით პერმანენტულ აქციებს გეგმავენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031