გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მსოფლიოში ცნობილ ღვინის გამოცემებს მასპინძლობს

5-05-2022

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აშშ-დან, ნიდერლანდებიდან, შვედეთიდან, ირლანდიიდან ღვინის თემატიკაზე მომუშავე ჟურნალისტებს მასპინძლობს. ტურის ფარგლებში საქართველოს ჟურნალისტები და ბლოგერები ეწვივნენ, რომლებიც სტატიებსა და ბლოგებს მოამზადებენ ისეთი გამოცემებისთვის, როგორიცაა Wine Enthusiast“, „Wine Business Monthly“;“ KenWijn Magazine“; „Munskänkarnas Tidning, „Star Wine List and Törst“; „Vinyard Magazine & Hotel & Restaurant Times Ireland“.


„ჩვენი მიზანია საქართველოს კონკურენტუნარიანი ტურისტული პროდუქტის პოზიციონირება მოვახდინოთ ჩვენს მიზნობრივ ბაზრებზე. ამჟამად ვმასპინძლობთ ჟურნალისტებისა და ბლოგერების 20 კაციან ჯგუფს, რომლებიც კონცენტრირებულები არიან ღვინის ტურიზმის პოზიციონირებაზე. შედეგად ჩვენ გვექნება როგორც ბეჭდურ, ასევე ონლაინ გამოცემებში, წამყვან მედიასაშუალებებში ღვინის ტურიზმის პოტენციალის შესახებ ძალიან საინტერესო სტატიები“.- განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.


უცხოელი ჟურნალისტები და ბლოგერები თბილისს, სიღნაღს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებს ეწვივნენ, გაეცნენ კახურ მეღვინეობას, დააგემოვნეს ადგილობრივი ღვინო.


“ პირველად საქართველოს 2019 წელს ვესტუმრე, ეს ჩემი მეორე ვიზიტია. ბევრმა იცის ქართული ღვინის შესახებ, რადგან საქართველო ღვინის სამშობლოა, მაგრამ აქ ადგილზე გვეძლევა შესაძლებლობა, რომ გავიგოთ მეტი ღვინის ისტორიის შესახებ. ჩვენ საქართველოში ვიმყოფებით ჟურნალისტთა ჯგუფთან ერთად. ღვინის სამშობლოს შესახებ საინტერესო სტატიები დაიწერება და უფრო მეტი ადამიანი გაიცნობს საქართველოს - როგორც ღვინის სამშობლოს და მეღვინე ქართველ ქალებს, რადგან ბევრმა არ იცის რა შრომას დებენ ქალები ღვინის კულტურაში“.- განაცხადა ჟურნალისტმა სენაი ოზდემირმა.


ტურის ფარგლებში საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები ღონისძიებას “Women in Wine Expo 2022” დაესწრებიან, რომელიც კურორტ ლოპოტაზე გაიმართება. “Women in Wine Expo 2022”-ში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ღვინის ინდუსტრიაში ჩართული ქალები მონაწილეობენ. პროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ და ფერმერთა ასოციაციის მხარდაჭერით იმართება.


ტურის დასრულების შემდეგ უცხოელი ჟურნალისტები და ბლოგერები საქართველოს ღვინის ტურიზმის შესახებ სტატიებსა ბლოგებს მოამზადებენ, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის ამაღლებას ევროპასა და აშშ-ში, აგრეთვე ტურისტული ნაკადების მოზიდვას მიზნობრივი ტურისტული ბაზრებიდან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930