გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რატი ბრეგაძე: ნაცმოძრაობის მმართველობის დროს ადამიანები ციხეში არა თუ ისხდნენ, არამედ იდგნენ

6-05-2022

„როდესაც ციხეში ადამიანების მკვლელობებზე საუბრობს ბატონი ნიკა მელია, უნდა ვთქვა ერთი რამ – ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში ადამიანები ციხეში არა თუ ისხდნენ, არამედ იდგნენ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, როდესაც ერთ საკანში იყო 30 და 35 ადამიანი და მათ საკანში ჩამოჯდომის საშუალებაც არ ჰქონდათ, არა თუ დაწოლის და ადეკვატური მკურნალობის მიღების", – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ნიკა მელიას ბრალდებას იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილს ციხეში კლავენ. იუსტიციის მინისტრის თქმით, ნიკა მელიას და მისი თანაპარტიელების მხრიდან პატიმრების უფლებებზე ასეთი საუბარი „ყოვლად მიუღებელია".


„კარგად ჩაიხედონ პოლიტიკურ სარკეში და დაინახავენ რეალურ სახეს, როგორც „პოლიტიკური მოღვაწისა", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930