გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საზოგადოება სამოქალაქო ავიაციის სააგენტო: თბილისის აეროპორტში მდგარი თვითმფრინავი რეგისტრირებულია მალტაში და მის ოპერირებას ახორციელებს ავიაკომპანია Blue Square Aviation Group Malta Ltd

7-05-2022

ტელეკომპანია „ფორმულა ნიუსი”, რომელიც გამოირჩევა უსაფუძვლო სენსაციების გავრცელებით, წარმატებით აგრძელებს ამ ტრადიციას. ამჯერად მათი მიზნის არეალშია მალტის რესპუბლიკის საჰაერო ხომალდების რეესტრში რეგისტრირებული თვითმფრინავი, რომელიც ლეგალურად, ოფიციალური მომართვის საფუძველზე დაეშვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და ამჟამად დგას „ჯორჯიან ეარვეისის” ტექნიკური მომსახურების ბაზაზე, – ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული.


“აღნიშნულმა მედია საშუალებამ, მართალია, მოგვმართა შეკითხვით, გავეცით თუ არა ნებართვა თვითმფრინავის ჩამოფრენაზე და რა მიზნით, ასევე რატომ დგას სადგომზე და ასევე აქვს თუ არა ეარვეისს მსგავსი ტიპის თვითმფრინავის შეკეთების უფლება, მაგრამ პასუხის მიღებამდე მან უკვე გაავრცელა გადაუმოწმებელი და არაფრით გამყარებული სენსაციური ინფორმაცია, თითქოს თვითმფრინავი რუს ოლიგარქს, ევგენი გინერს ეკუთვნის.


გამომდინარე იქიდან, რომ ხსენებულ მედია საშუალებას ჩვევად აქვს საჯარო უწყებებიდან მიღებული განმარტებები არ გააცნოს საზოგადოებას და ამით ის მიზანმიმართულად შეცდომაში შეიყვანოს, ვალდებულად მივიჩნიეთ თავი, პარალელურად სხვა მედია საშუალებებშიც გაგვევრცელებინა ის, რაც ტელეკომპანია „ფორმულა ნიუსს” მივწერეთ:


თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მდგარი CRJ 200 ტიპის საჰაერო ხომალდი (სარეგისტრაციო ნომერი 9H-BSG) რეგისტრირებულია მალტის რესპუბლიკის საჰაერო ხომალდების რეესტრში და მის ოპერირებას ახორციელებს ავიაკომპანია Blue Square Aviation Group Malta Ltd. ამავე ავიაკომპანიის მიერ, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი (24 მარტი, 2022წ.) არარეგულარული (ჩარტერული) ფრენის განაცხადის შესაბამისად, 25 მარტს ერევანი – თბილისის მიმართულებით დაგეგმილი ფრენის მიზანს წარმოადგენდა ეკიპაჟის დასვენება. განაცხადის შესაბამისად, ფრენა დაგეგმილი იყო ერევნიდან თბილისის მიმართულებით 25 მარტს, მოფრენა – 10:40-ზე ადგილობრივი დროით და ხომალდი უნდა გაფრენილიყო თბილისიდან ტრაბზონის მიმართულებით, 26 მარტს, 14:00-ზე ადგილობრივი დროით.


Blue Square Aviation Group Malta Lt-ს მიერ წარმოდგენილი განაცხადი და არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. შესაბამისად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაიცა შესაბამისი ნებართვა. CRJ 200 ჩამოფრინდა 25 მარტს. დღეის მდომარეობით, თვითმფრინავს არ დაუტოვებია საქართველო და იგი დგას „ჯორჯიან ეარვეისის” ტექნიკური მომსახურების ბაზაზე.


სააგენტოსთვის უცნობია, უტარდება თუ არა ბორტს რაიმე სამუშაოები ამჟამად ან რამ გამოიწვია ხომალდის დაყოვნება. „ჯორჯიან ეარვეისს” ტექნიკური მომსახურების საწარმოს სერტიფიკატის ფარგლებში აქვს აღნიშნულ ბორტზე ტექნიკური სამუშაოების ჩატარების უფლება, თუმცა კონკრეტულად რა სახის მომსახურება უტარდება მას, შეგიძლიათ დააზუსტოთ თავად მხარეებთან. როგორც აღვნიშნეთ, ხომალდზე არ იმყოფებოდნენ მგზავრები, ხოლო თვითმფრინავის ვარგისობაზე მუდმივი ზედამხედველობის განხორციელების ვალდებულება გააჩნია მალტის საავიაციო ხელისუფლებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930