გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 04, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი: „ფეისბუქის“ ხელმძღვანელობა აფრთხილებს ადამიანებს, რომ ტვ მთავარი, ტვ ფორმულა და ტვ პირველის გვერდები არღვევს საზოგადოების სტანდარტებს; მარტივად რომ ვთქვათ, ავრცელებენ ტყუილს, დეზინფორმაციას და ზიზღის ენას

15-05-2022

ძალიან სერიოზული ამბავია, როდესაც უშუალოდ ფეისბუქის ხელმძღვანელობა აფრთხილებს ადამიანებს, რომ აღნიშნული ტელეკომპანიები და შესაბამისად მათი გვერდები არღვევს საზოგადოების სტანდარტებს, მარტივად რომ ვთქვათ, ავრცელებენ ტყუილს, დეზინფორმაციას და ზიზღის ენას - ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვი facebook - ის გამაფრთხილებელ შეტყობინებას, რომელიც ტელეკომპანიების მთავარის, ფორმულას და ტვ პირველის გვერდის აღწერაში გვხვდება.

 

„თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ მოიწონოს ნაცების ტელევიზიების, მთავარის, ფორმულას ან ტვ პირველის გვერდი, ფეისბუქის ადმინისტრაცია აფრთხილებს მას, რომ აღნიშნული გვერდების მოწონება "საზიანოა მისი ჯანმრთელობისთვის" ეს ხუმრობით, ისე კი ძალიან სერიოზული ამბავია, როდესაც უშუალოდ ფეისბუქის ხელმძღვანელობა აფრთხილებს ადამიანებს, რომ აღნიშნული ტელეკომპანიები და შესაბამისად მათი გვერდები არღვევს საზოგადოების სტანდარტებს, მარტივად რომ ვთქვათ, ავრცელებენ ტყუილს, დეზინფორმაციას და ზიზღის ენას. ამაზე მეტი მტკიცებულება რა უნდა იყოს, როცა მსოლფიოს ნომერ პირველი ბიზნესკომპანია პირდაპირ გდებს ბრალს უსინდისობაში?...“ - წერს მეგრელიშვილი facebook - ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031