19-05-2022
,,ივანიშვილის დაშანტაჟების მცდელობის ჩემეული ვერსიის დადასტურება ნიკანორ მელიამ, სწორედ, ამერიკელებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა! ამ შეხვედრას კი, ჩემს მიერ ნახსენები, ბაკურიანის ტრენინგების "სასტავი" ესწრებოდა მხოლოდ!’’ - ასე ეხმიანება ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ განცხადებას.
როგორც ხოფერია წერს, ამერიკამ უნდა გაიგოს, რომ ივანიშვილის დაშანტაჟება, სამშობლოს განადგურების ხარჯზე, ვერ და არ მოხდება! არ მოაწერს ხელს ბიძინა ამ ამბავს!
,,ეჰ, ნიკანორ, ნიკანორ! რას წარმოვიდგენდი, შენ თუ დაგიმოწმებდი ჩემს განცხადებაზე. უფრო სწორედ, შენ თუ დაამოწმებდი ჩემს განცხადებას. "სააკაშვილის უკანონო პატიმრობა და ივანიშვილის წინააღმდეგ ამ ხარისხში მიმდინარე პროცესები, ცალ-ცალკე, მაინცდამაინც, არ უნდა განვიხილოთო“- ასე ბრძანა, ბლინკენის მრჩევლისგან გამოსულმა, ნიკა მელიამ. ანუ, ნიკამაც დაადასტურა, რომ გადარიცხვების, ნახატების და ვერტმფრენის ისტორია ტექნიკური მიზეზებით არ არის გამოწვეული და ამ ყველაფრის უკან ივანიშვილის დაშანტაჟების მცდელობა დგას! დიახ, ივანიშვილის დაშანტაჟების მცდელობის ჩემეული ვერსიის დადასტურება ნიკანორ მელიამ სწორედ ამერიკელებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა! ამ შეხვედრას კი, ჩემს მიერ ნახსენები, ბაკურიანის ტრენინგების "სასტავი" ესწრებოდა მხოლოდ! მოკლედ, რაღაცას ისევ წვალობენ და "ირჯებიან" ამერიკელები (და არ მინდა, ახლა, ორ ამერიკაზე ლაპარაკი.
30 წელი მესმოდა ორი რუსეთის არსებობის ზღაპარი), ამერიკა ამერიკაა და უნდა გაიგოს, რომ ივანიშვილის დაშანტაჟება, სამშობლოს განადგურების ხარჯზე, ვერ და არ მოხდება! არ მოაწერს ხელს ბიძინა ამ ამბავს! აქაურმა აგენტურამ კი უნდა შეიგნოს, რომ საქართველო მათი სამშობლოცაა და ეს სამშობლო, როგორც ღმერთი, ერთია, მხოლოდ ერთი!” - წერს ხოფერია facebook - ზე.
16-11-2024
16-11-2024