18-12-2017
ფოთში მე-11-ე სკოლის მე-9 კლასელმა გოგონამ ვენების გადაჭრა სცადა.
მოზარდს სამედიცინო დახმარება ჯერ ადგილზე გაეწია, შემდეგ კი იგი ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
სკოლის დირექტორის სოფიო ჭაჭიას განცხადებით, შემთხვევის შესახებ მოზარდმა მანდატურს თავადვე აცნობა.
მისივე თქმით, ფაქტის სავარაუდო მიზეზი მამასთან მომხდარი უთანხმოება გახდა.
„ვენა არ აქვს გადაჭრილი. არტერია დაზიანებული არაა, უბრალოდ სამართებლით ჰქონდა თვითდაზიანებები მიყენებული და როგორც კი ნახა რომ სისხლდენა დაეწყო, მანდატურს შეატყობინა. მანდატურმა ამოიყვანა და მაშინვე დავრეკეთ 112-ში. მიზეზად ასახელებს იმას, რომ დილით სკოლაში წამოსვლამდე მამასთან მოუვიდა კონფლიქტი, თუმცა კონფლიქტიც არ შეიძლება ითქვას. როგორც მამა ამბობს, შენიშვნა მისცა კერძის გათბობასთან დაკავშირებით და ალბათ ასაკიდან გამომდინარე ცოტა გაღიზიანდა. მრავალშვილიანი ოჯახის უფროსი შვილია და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მას უწევს ზრუნვა და-ძმაზე და ამან გამოწვია გაღიზიანება“- განაცხადა დირექტორმა.