გაიგე განსხვავებული

კვირა, აგვისტო 17, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად ნათელა თურნავას კანდიდატურაზე იმსჯელებს

24-05-2022

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად, ნათელა თურნავას კანდიდატურა წარუდგინა.საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად, ნათელა თურნავას კანდიდატურა წარუდგინა.
  
როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, საკითხს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი უახლოეს დღეებში განიხილავს.
  
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი 7 წლის ვადით ირჩევს. ნათელა თურნავა 2019 წლის 18 აპრილიდან 2022 წლის 9 თებერვლამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031