გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის მხრიდან მივიღეთ ცარიელი პოლიტიკური გზავნილები, ნული შინაარსი და ანტისახელმწიფოებრივი აგიტაცია კანდიდატობის წინააღმდეგ

26-05-2022

„რა უნდა ყოფილიყო დღევანდელი დებატების მიზანი და არის თუ არა ეს მიზანი მიღწეული? ჩვენ დღეს შინაარსობრივად უნდა გვემსჯელა იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად იმსახურებს ჩვენი ქვეყანა დღევანდელი მოცემულობით ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ამის მაგივრად მივიღეთ ცარიელი პოლიტიკური გზავნილები ოპოზიციის მხრიდან და ნული შინაარსი. ეს არის ძალიან სამწუხარო და მივიღეთ ანტისახელმწიფოებრივი აგიტაცია კანდიდატობის წინააღმდეგ. ეს არის დაუშვებელი, ეს არის მიუღებელი და ეს არის თქვენი პასუხისმგებლობა",-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე გამართულ პოლიტიკური დებატებზე განაცხადა.


ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც ქვეყანა ელოდება ევროკავშირის გადაწყვეტილებას,  ასეთ დროს ამ მასშტაბის აგიტაცია და პროპაგანდა კანდიდატობის წინააღმდეგ, არის ანტისახელმწიფოებრივი მიდგომის გამოვლინება. 


„ჩვენ ვიხილეთ, რომ სამი საათის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლები ყოველგვარი არგუმენტების გარეშე ამტკიცებდნენ იმას, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსს არ ვიმსახურებთ. გახსოვთ ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ეს ადამიანები, იგივე ადამიანები დადიან დერეფნებში და ამას უმტკიცებენ ჩვენ დასავლელ პარტნიორებს, ევროპარლამენტარებს და აღმასრულებელ სტრუქტურებს და ამას უარყოფენ რაღაც მომენტში, მაგრამ დღეს ზუსტად იგივე გააკეთეს მათ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში. რითაც ის დაადასტურეს, რაზეც ჩვენ გვქონდა ინფორმაცია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი მიდგომა. დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას და ასეთ დროს ამ მასშტაბის აგიტაცია და პროპაგანდა კანდიდატობის წინააღმდეგ ერთადერთი რამ არის - ეს არის ანტისახელმწიფოებრივი მიდგომის გამოვლინება. 


დღეს უნდა გვემსჯელა ჩვენ შინაარსობრივ საკითხებზე. არის ფაქტორები, რიტაც ფასდება კონკრეტული ქვეყანა, როდესაც განიხილება კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ეს არის სამართლის უზენაესობა, დემოკრატია,  თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების კუთხით ვალდებულებების შესრულება, ეს არის ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებული მდგომარეობა, ასოცირების შეთანხმების შესრულების მდგომარეობა და ა.შ. ამაზე უნდა გვემსჯელა დღეს.  თუმცა, მივიღეთ ცარიელი პოლიტიკური გზავნილები ოპოზიციის მხრიდან და ნული შინაარსი. ეს არის ძალიან სამწუხარო და მივიღეთ ანტისახელმწიფოებრივი აგიტაცია კანდიდატობის წინააღმდეგ. ეს არის დაუშვებელი, ეს არის მიუღებელი და ეს არის თქვენი პასუხისმგებლობა",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930