27-06-2018
„სად არიან ის ოპოზიციონერები ხმამაღალ განცხადებებს რომ აკეთებდნენ თბილისის მერია პარკინგებს 1 ლარად ბიძინა ივანიშვილს აძლევსო?” - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე თბილისის მერის კახაკალაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობა არც ერთ კომპანიას არ მიუღია.
„ახლა რას იტყვით საინტერესოა! რომელიმემ გამოხატეთ ინტერესი პროექტის მიმართ ან მონაწილეობა მიიღეთ საჯაროდ გამოცხადებულ კონკურსში? საზოგადოებას მობეზრდა თქვენი 1 კვირიანი განცხადებები” - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ვაგზლის მოედნის, ვარკეთილის მეტროსა და გეგეშიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიებზე მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად, გამოცხადებულ ინტერესთაგამოხატვაში მონაწილეობა არც ერთ კომპანიას არ მიუღია, რაც მისი თქმით, იმაზე მეტყველებს, რომ ამ მიმართულებით ბიზნეს აქტივობა საკმაოდ დაბალია. ინტერესთა გამოხატვა 22 ივნისს დასრულდა.