28-05-2022
ყველასთვის ცხადია, რომ კანდიდატობის სტატუსის ნებისმიერი სხვა ფორმით ჩანაცვლებას, ოპოზიცია, მისი მომსახურე მედია და მათთან აფილირებული ენჯეო სექტორი, მოსახლეობას მიჰყიდიან როგორც ევროკავშირის უარს და შეეცდებიან ამის ნიადაგზე საპროტესტო ტალღის აგორებას - ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, თუ ერთნი, პირდაპირ მოუწოდებენ ევროპას არ მისცეთ სტატუსიო, მეორე, ასე ვთქვათ არაპოლიტიკური ნაწილი, მოუწოდებს, რაღაც შუალედური, პირობითი მიეცითო. ანუ, არც "ჰო" უთხრათ, მაგრამ არც "არაო".
„ისინი ვინც ცდილობენ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ტორპედირებას, ზოგჯერ "კრეატიულობის" ნიშნებსაც ამჟღავნებენ. თუ ერთნი, პირდაპირ მოუწოდებენ ევროპას არ მისცეთ სტატუსიო, მეორე, ასე ვთქვათ არაპოლიტიკური ნაწილი, მოუწოდებს, რაღაც შუალედური, პირობითი მიეცითო.
ანუ, არც "ჰო" უთხრათ, მაგრამ არც "არაო." ამას ამართლებენ იმით, რომ ევროკავშირის სტრუქტურებში საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე სკეპტიკური დამოკიდებულებაა, შეიძლება სტატუსი არ მოგვცენ და იქნებ "პირობით სტატუსს" მაინც გამოვრჩეთო. რატომღაც ჰგონიათ, რომ ამ ვირეშმაკობას და რეალურ განზრახვას ვერავინ მიუხვდებათ. მე მგონი ყველასთვის ცხადია, რომ კანდიდატობის სტატუსის ნებისმიერი სხვა ფორმით ჩანაცვლებას, ოპოზიცია, მისი მომსახურე მედია და მათთან აფილირებული ენჯეო სექტორი, მოსახლეობას მიჰყიდიან როგორც ევროკავშირის უარს და შეეცდებიან ამის ნიადაგზე საპროტესტო ტალღის აგორებას. ასე რომ, არ და ვერ გაუვათ ეს ვითომდა კეთილი სურვილებით შეფუთული ხრიკი“ - წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.
16-11-2024
16-11-2024