გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფინანსთა მინისტრის პოსტზე შესაძლოა აშშ-ში მოღვაწე დავით ამაღლობელი დაინიშნოს, ეკონომიკის მინისტრი კი ნინო ჯავახაძე გახდეს

27-06-2018

ფინანსთა მინისტრად, შესაძლოა, დავით ამაღლობელი დაინიშნოს, რომელიც ეკონომისტია და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობს.
ამაღლობელი 2007-2009 წლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემცვლელი იყო.
გარდა ამისა, ვერსიები ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატებთან დაკავშირებითაც არსებობს. ამ პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად, სავარაუდოდ, ნინო ჯავახაძე მოიაზრება, რომელიც ამჟამად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეა, მანამდე კი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო. 
ეკონომიკის მინისტრობის თანამდებობაზე კიდევ ერთი ვერსიით შესაძლოა გიორგი ქობულია დაინიშნოს. ქობულია მოსკოვის ოფისში უმსხვილესი საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენელია.
არსებული ინფორმაციები ჯერ-ჯერობით არ დასტურდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031