27-06-2018
უმრავლესობის წევრის, ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, ოპოზიციური ძალების მიერ პუშკინის სკვერთან პარკირების მოწყობაზე აგორებული კამპანია მხოლოდ პოლიტიკური სპექტაკლი იყო.
ამ სიტყვებით სოციალურ ქსელში კვაჭანტირაძე დედაქალაქის მერის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
,, როდესაც “თანაინვესტირების ფონდმა” პარკინგის მოწყობის ვალდებულება აიღო, ეს ქველმოქმედების ტოლფასი იყო, ხოლო ოპონენტები ამ პროექტის მის საკუთრებად წარმოჩენას ცდილობდნენ. ახლა კი კარგად გამოჩნდა, რომ იგივე პირობებით, როგორც ეს “თანაინვესტირების ფონდის” შემთხვევაში იყო, მიწისქვეშა პარკინგების მოწყობის ინტერესს არცერთი ბიზნესი არ გამოხატავს, რადგან უბრალოდ არარენტაბელიურია, არამომგებიანია ეს მათთვის. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოპონენტების მიერ პუშკინის სკვერთან პარკირების მოწყობაზე აგორებული მიზანმიმართული კამპანია მხოლოდ პოლიტიკური სპექტაკლი იყო. საინტერესოა ახლა სად არიან ის ადამიანები და რატომ არ აკეთებენ კომენტარებს, რომლებმაც “თანაინვესტირების ფონდისა” და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური სპექტაკლი დადგეს ?!“-წერს ზვიად კვაჭანტირაძე
18-12-2024