პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ ზუგდიდში დაანონსებულ ინიციატივებს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია მნიშვნელოვანს და საჭიროს უწოდებს.
მისი თქმით, ზუგდიდი საუნივერსიტეტო ქალაქია და ეს წაახალისებს ადგილობრივ ახალგაზრდებს.
"ახალგაზრდებთან საინტერესო შეხვედრა და სამივე ინიციატივა, რომელიც პრემიერმა ზუგდიდში დღეს დაანონსა: პროფესიული სასწავლებელი, ოლიმპიური საცურაო კომპლექსი და ზუგდიდის ცენტრის რეაბილიტაცია, სამივე მნიშვნელოვანი და საჭირო პროექტია და თითოეული ხელს შეუწყობს ახალგაზრდობის მხარდაჭერას და დამაგრებას რეგიონში. მით უფრო, რომ ზუგდიდი საუნივერსიტეტო ქალაქია და აქ კონცენტრირებულია როგორც რეგიონის, ასევე აფხაზეთის ახალგაზრდობა" - აცხადებს მერაბ ქვარაია.