31-05-2022
ქალაქ კასპის სკოლამდელი აღზრდის ხუთ დაწესებულებაში გასართობი ატრაქციონების მონტაჟი მიმდინარეობს.
სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და მერის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ დაათვალიერეს.
ატრაქციონები კაუჩუკის ფილებით მოწყობილ მოედანზე განთავსდება. გასართობი საშუალებები 4 სახეობისაა: მრავალფუნქციური სასრიალო, ორადგილიანი საქანელა, აიწონა დაიწონა და ზამბარიანი ატრაქციონი, დაიდგმევა სკვერის სკამებიც.
როგორც ვახტანგ მაისურაძემ განაცხადა: "ეზო საბავშვო ბაღის საარსებო სივრცის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ ეზოში გასართობი კონსტრუქციები მოვაწყოთ, რათა ბავშვებს დასვენების და გართობის საშუალება ქონდეთ. ამჟამად ქალაქის 5 საბავშვო ბაღის აღჭურვა მიმდინარეობს და პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება იქ, სადაც დღეისათვის ასეთი კონსტრუქციები არ არსებობს ან მოძველებულია და განახლებას საჭიროებს."
16-11-2024
16-11-2024