3-06-2022
300-მდე რეზოლუცია და განცხადებაა და რაც კი არსებობს საქართველო ზოგის თანაავტორია, ზოგის თანასპონსორი. უკრაინასთან მიმართებით გასაგებია, ევროპარლამენტის რეზოლუცია რომ იყო, ომია იმ ქვეყანაში და ჩვენი სოლიდარობა მათ კიდევ ერთხელ, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, მოლდოვის მიმართ იყო მიღებული რეზოლუცია იმიტომ, რომ ამას წინ უძღოდა ანგარიშის მოსმენა მოლდოვის შესახებ.
„მოდით, მოვყვეთ რა მოხდა, რადგან თუ არ მოვყვებით, აბსოლუტურად ავცდებით რეალობას. უკრაინის მიმართ დღეში თითო რეზოლუცია გამოდის ხან ევროპარლამენტის, ხან თანამეგობრობის, ხან სხვა ქვეყნების ერთად, ცალცალკე და ა.შ. 300-მდე რეზოლუცია და განცხადებაა და რაც კი არსებობს საქართველო ზოგის თანაავტორია, ზოგის თანასპონსორია, მათ შორის ჰააგის და ა.შ. უკრაინასთან მიმართებით გასაგებია, ევროპარლამენტის რეზოლუცია რომ იყო, ომია იმ ქვეყანაში და ჩვენი სოლიდარობა მათ კიდევ ერთხელ.
მოლდოვის მიმართ იყო მიღებული რეზოლუცია იმიტომ, რომ ამას წინ უძღოდა და როგორც წესი, ეს ასე ხდება, ანგარიშის მოსმენა მოლდოვის შესახებ. წლის დასაწყისშივე უკვე დაწყებული იყო მუშაობა მოლდოვის შესახებ ანგარიშზე, ხოლო საქართველოს შესახებ ანგარიშზე არ იყო დაწყებული მუშაობა. უფრო სწორად, უფრო აქტიური ეტაპი არ იყო, რადგან ბატონი სვენ მიქსერი საქართველოში ჩამოვიდა თებერვლის დასაწყისში და ფიზიკურად შეუძლებელი იყო მოესწრო მას ანგარიშის დადება ამ პერიოდში. ამიტომ ჩვენი იგეგმება სექტემბერში. უფრო ადრე მომზადებული ანგარიშისა და დღის წესრიგის მიხედვით, რაც ევროპარლამენტში იყო წლის დასაწყისში, უფრო ადრე იყო მოლდოვის. არავის წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ შეიქმნებოდა ასეთი მოცემულობა, რომ საშუალება ექნებოდათ, ამ თემაზე ელაპარაკათ. ეს ყველაფერი ჩვენმა კოლეგებმა იციან. ძალიან დეტალურად იცნობენ ამ ინფორმაციას, რომ ეს ასეა. არის თუ არა ეს თავისი ქვეყნის წინააღმდეგ შემოგდებული ფეიკ-კამპანია იმის წინააღმდეგ, რაც მოვყევი?“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
16-11-2024
16-11-2024