გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ნადარეიშვილი: ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორტის ზრდის თვალსაზრისით საქართველოს საელჩოების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

3-06-2022

„ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს საელჩოების როლის გაზრდა როგორც ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, ასევე საექსპორტო ბაზრების უფრო ეფექტური ათვისებისა და ექსპორტის წახალისებისთვის" - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა ეკონომიკური დიპლომატიის ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც ცერემონიების სასახლეში გაიმართა და მასში საგარეო საქმეთა სამინისტროს, ევროკავშირის, EBRD-ისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.


პროგრამა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ინიციატივით, ევროკავშირის მხარდაჭერით, EBRD-ისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით განხორციელდა, საქართველოს საზღვარგარეთ მისიებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების გადამზადებას გულისხმობდა ეკონომიკური დიპლომატიის საკითხებში. სასწავლო კურსს ბრიტანული ორგანიზაცია ICPS ექსპერტები უძღვებოდნენ.


„გადამზადდა საქართველოს საელჩოებში დასაქმებული 80- მდე თანამშრომელი, რომლებიც ეკონომიკური მიმართულებით მუშაობენ, ასევე გადამზადდა რამდენიმე ტრენერი, რაც უზრუნველყოფს ამ პროგრამის უწყვეტობას და მდგრადობას. ვფიქრობთ, რომ ეს კიდევ უფრო წაახალისებს და მაღალ დონეზე აწევს ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების თანამშრომლობას და კიდევ უფრო ეფექტურს გახდის ამ ორი მიმართულებით საქართველოს მთავრობის მუშაობას" - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ევროკავშირსა და EBRD-ს პროგრამის მხარდაჭერისთვის.


ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა პანელური დისკუსიები და პრეზენტაციები, რის შემდეგაც გადამზადების პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930