3-06-2022
ამერიკა საქართველოს იმ დღიდან ეხმარება, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, თან მნიშვნელოვნად. 6 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი აქვს გამოყოფილი ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება" საუბრისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს და აშშ-ს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ.
„შეერთებული შტატები ხელგაშლილია საქართველოს თავდაცვის ძალების დახმარების მიმართულებით: იარაღსაც გვაწვდის და პირადი შემადგენლობის - სამხედრო პირების, ჯარისკაცების - წვრთნებსაც ატარებს.
აშშ ჩვენ გვეხმარება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე: აძლიერებს ჩვენს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ასე შემდეგ. ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს, ნამდვილად ძლიერი პარტნიორობა და მეგობრობა გვაკავშირებს, ასეც გაგრძელდება, სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან გრძელდება,"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
16-11-2024
16-11-2024