გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: სანაია ჟურნალისტი რომ ყოფილიყო ალბათ უნდა სცოდნოდა, რომ 2008 წელს, როდესაც ჩვენი ქალაქები იბომბებოდა, გარდა იუშენკოს თბილისში ჩამოსვლისა - უკრაინის მხრიდან არანაირი "დახმარება" არ გვახსოვს

4-06-2022

„საქართველოს მხარდამჭერი არანაირი რეზოლუცია არ მიუღიათ რადაში, სამაგიეროდ გვახსოვს კენჭისყრაზე დაყენებებული რეზოლუციები "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ", ასევე "საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთში ჩადენილი სამხედრო დანაშაულის თაობაზე"- წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

 

მისი თქმით 2008 წელს საქართველოს მხარდამჭერი არანაირი რეზოლუცია არ მიუღიათ რადაში.

 

“როდესაც ჟჟჟურნალისტი ხარ და კიევში აბსოლუტურად მოუმზადებელი ჩადიხარ რესპონდენტთან, მხოლოდ ერთი მიზნით: საქართველოსა და მისი ხელისუფლების შესახებ შხამით გაჟღენთილი მორიგი განცხადება ათქმევინო და ამით "ქართული ოცნების" რეიტინგს მორიგ ხუთ პროცენტს უმატებ - მადლობის მეტი რა გვეთქმმის. “შემდგომში ისინი (ქართული ოცნება) ვერ გვეტყვიან - ჩვენ მხარს გიჭერდით - არა, როგორ გვიჭერდით მხარს, როცა ჩვენი ქალაქები იბომბებოდა?! კარგ ფრაზებს ამბობდი, რომ ჩვენ კარგები ვართ? ანუ, ჩვენ საავიაციო დარტყმების ქვეშ უნდა ვუსმინოთ ბიჭებს, რომლებიც თბილისში ბორჯომს სვამენ?”- განუცხადა ზელენსკის ოფისის სპიკერმა პოდოლიაკმა ვინმე სანაიას, რომელსაც - ჟურნალისტი რომ ყოფილიყო - ალბათ უნდა სცოდნოდა, რომ: 2008 წელს, როდესაც ჩვენი ქალაქები იბომბებოდა, გარდა იუშენკოს თბილისში ჩამოსვლისა - უკრაინის მხრიდან არანაირი "დახმარება" არ გვახსოვს.


საქართველოს მხარდამჭერი არანაირი რეზოლუცია არ მიუღიათ რადაში, სამაგიეროდ გვახსოვს კენჭისყრაზე დაყენებებული რეზოლუციები "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ", ასევე "საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთში ჩადენილი სამხედრო დანაშაულის თაობაზე". გვახსოვს უკრაინის ჯარისკაცების 2009 წლის 9 მაისს მოსკოვში წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმში საზეიმო მონაწილება და არანაირი სანქციები და არანაირი ჰუმანიტარული დახმარება, როდესაც უკრაინა "სალას" მიირთმევდა - დიახ, ჩვენ არ გვახსოვს!”- წერს ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930