7-06-2022
,,აჭარაში სპორტი და სპორტული ინფრასტრუქტურა სწრაფი ტემპით ვითარდება. დიდი მიღწევები გვაქვს სპორტის თითქმის ყველა სახეობაში. მოგეხსენებათ, ბათუმის დინამო გახდა ქვეყნის ჩემპიონი, სარაგბო კლუბი ბათუმი საქართველოს ჩემპიონია, დიდი მიღწევები აქვთ ჩვენს კალათბურთელებს, ფრენბურთელებს, ძალოსნებს, ასევე ინდივიუალური და გუნდური სპორტის სახეობის წარმომადგენლებს" - განაცხადა აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის ანგარიშის წარდგენისას.
აჭარაში მასშტაბური სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყო. ბოლო 4 წელში 300 მლნ ლარის ღირებულების სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.
• აშენდა ბათუმის საფეხბურთო სტადიონი, რომელიც 2023 წელს, 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ფინალს უმასპინძლებს.
• დასრულდა ბათუმის სპორტული კომპლექსი მშენებლობა.
• დასკვნით ეტაპზეა ჩაქვში ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის მშენებლობა.
• აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს სტადიონების, რაგბის მოედნების მშენებლობა.
• შუახევში FIFA-ს სტანდარტის საფეხბურთო სტადიონი აშენდება. პროექტი გათვლილია 500 მაყურებელზე.
• მოეწყო 100 სპორტული მოედანი
• ხულოში სპორტული დარბაზის მშენებლობა დაიწყო
• ქობულეთში სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყება
• შუახევსა და ქობულეთში რაგბის მოედნები აშენდება
16-11-2024
16-11-2024