7-06-2022
ვინ არის გიგა ბოკერია, რას წარმოადგენს მისი ე.წ. "ევროპული საქართველო"? NDI-სა და IRI-ს რეიტინგებშიც რომ 1%-იანია, უცხადესია, რომ მას პოლიტიკური პულსიც არ ესინჯება. შესაბამისად, ამ ყოფილს, ექსს, საზოგადოებაში ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე ნეგატიურ პერსონაჟს, აზრი არ მოეკითხება - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე გიგია ბოკერიას განცხადებას.
„ქართული მედიის საგრძნობი ნაწილის ერთ-ერთი დიდი ნაკლი ისიცაა, რომ არასაპარლამენტო, მარგინალური ოპოზიციის წარმომადგენლებს უთმობს დიდ ყურადღებას. ვინ არის გიგა ბოკერია, რას წარმოადგენს მისი ე.წ. "ევროპული საქართველო"? NDI-სა და IRI-ს რეიტინგებშიც რომ 1%-იანია, უცხადესია, რომ მას პოლიტიკური პულსიც არ ესინჯება. შესაბამისად, ამ ყოფილს, ექსს, საზოგადოებაში ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე ნეგატიურ პერსონაჟს, აზრი არ მოეკითხება. ბოკერია არც იყო და ვერც ვერასდროს იქნება ლიბერალიზმის ეტალონი. ეს ისეთივე ოქსიმორონია როგორც, მაგალითად, ლევან ხაბეიშვილის ანდა ნანული (ნანუკა) ჟორჟოლიანის ერუდიცია“ - წერს აბაშიძე facebook - ზე.
16-11-2024
16-11-2024