9-06-2022
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ქედის მუნიციპალიტეტში აგარის სოციალურ სახლში 20 ოჯახს ბინები გადასცა.
ქედის მუნიციპალიტეტში, მორიგი სოციალური პროექტი დასრულდა, რითაც უმნიშვნელოვანესი პრობლემა გადაიჭრა - სოფელ ქვედა აგარაში სტიქიური რისკის ზონაში მცხოვრები ოჯახები საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდნენ. აშენდა ევროსტანდარტების შესაბამისი, 5 სართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომელიც ადაპრიტებულია.
ოჯახებს საცხოვრებელი ფართის გადაცემა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, აჭარის მთავრობის წევრებმა მიულოცეს.
აჭარაში არაერთი სოციალური პროექტი ხორციელდება. შენდება ე.წ. „ოცნების ქალაქი"; ბათუმში, ქედასა და ხელვაჩაურში აშენდა სოციალური სახლები; დაიწყო ბათუმი ავარიული სახლების გარეშე სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის განხორციელება.
16-11-2024
16-11-2024