გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ თალაკვაძე: ირაკლი კობახიძის ვიზიტის დროს კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი აქტის ინიცირება მოახდინა, რაც არის ძლიერი პოლიტიკური სიგნალი  

28-06-2018

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტის წარდგენას გამოეხმაურა.

თალაკვაძის თქმით, აღნიშნა, რომ აღნიშნულ აქტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის.

„საქართველოს სუვერენიტეტის, რეფორმების და უსაფრთხოების მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი აქტის ინიცირება ირაკლი კობახიძის ვიზიტის დროს მოახდინა, რაც არის ძლიერი პოლიტიკური სიგნალი” - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტი აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა ტედ პომ (რესპუბლიკელი) და ჯერი კონოლიმ (დემოკრატი) წარადგინეს. „საკანონმდებლო აქტით კონგრესი გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას; ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევებს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის მკვლელობებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031