10-06-2022
ევროპარლამენტის მიერ 9 ივნისს საქართველოზე მიღებული რეზოლუციის ირგვლივ საკმაოდ უცნაური დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც ირკვევა, რეზოლუციის პროექტში ეწერა „უხეში ტყუილი“, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას არ გადაყავს სამოქალაქო კლინიკაში და ეს დეტალი, უშუალოდ კენჭისყრის წინ იქნა ამოღებული რეზოლუციის ტექსტიდან.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკშვილი სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ ჯერ კიდევ 12 მაისს იქნა გადაყვანილი. შესაბამისად, რეზოლუციის პროექტში მიხეილ სააკაშვილზე აღნიშნული ჩანაწერის გაჩენა საკმაოდ ბევრ ეჭვს აღძრავს. არ არის გამორიცხული, რეზოლუციის ტექსტში არსებული სხვა უზუსტობების შესახებაც უახლოეს მომავალში კონკრეტული დეტალები გახდეს ცნობილი.
16-11-2024
16-11-2024