გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანრი ოხანაშვილი: საზოგადოების უნდობლობა სამი მთავარი საკითხის გამო გაჩნდა

28-06-2018

ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის საქმის საგამოძიებო კომისიის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ტელეკომპანია იბერიის ეთერში კომისიის მუშაობის შესახებ ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა, რომ კომისიის მუშაობის მიზანია პასუხი გასცეს საზოგადოებაში არსებულ შეკითხვებს. ოხანაშვილმა განაცხადა, რომ ძირითადი კითხვები, რაც გამოძიებისადმი არსებობდა და რამაც მოსახლეობის უნდობლობა გამოიწვია ეხებოდა მტკიცებულებების განადგურებას - ფარდულის დანგრევასა და დანის გაღუნვას და და მირზა სუბელიანის ფაქტორს.


"ამ სამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა ძალიან კრიტიკული შეკითხვები, თუ რა მოხდა და რა არის ფარდულის დემონტაჟის მიზეზი _ მოხდა თუ არა ნებართვის გაცემა ვინმეს მხრიდან _ პოლიციის მხრიდან, პროკურატურის მხრიდან... პასუხი მივიღეთ, რომ ამ ფარდულის დემონტაჟი განხორციელდა უშუალოდ იქ მცხოვრები ადამიანების მიერ, რის შესახებაც ინფორმაციაც საერთოდ არ მიუწოდებიათ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის.


ამიტომ, პირველი ეს ყბადაღებული თემა, ფარდულის დემონტაჟის საკითხი, რომელზე აზრი იყო შექმნილი თითქოს ამის ნებართვა გასცა რომელიმე ორგანომ არ დასტურდება. მაშინ ისმის ლოგიკური კითხვა, რა საფრთხე შეექმნა ამით მკვლელობის გამოძიების საქმეს და რა შეიძლება კიდე ამ ფარდულში განხორციელებულიყო თუ მისი დემონტაჟი არ მოხდებოდა. ამაზე პასუხი იყო რომ ფარდულის აღდგენა ნებისმიერ დროს უპრობლემოდ შესაძლებელია იგივე პარამეტრებით... რაც შეეხება დანის გაღუნვას, აღმოჩნდა რომ დანა გაღუნული არ არის- როგორც ეს ჟღერდებოდა“ - განაცხადა ოხანაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031