15-06-2022
19 აპრილის დოკუმენტი იყო ცუდი თავისი შინაარსით და თავისი არსით. 100 დღის განმავლობაში ამ შეთანხმებას ხელს არ აწერდა მეორე მხარე. მეორე მხარე არ იყო არც ლელო, არც ვაშაძე, მეორე მხარე იყო ნაცმოძრაობა. გარდა ამისა, ხელი არ მოაწერეს ევროპულმა საქართველომ, ლეიბორისტებმა, პატრიოტთა ალიანსმა. რვა პარტიიდან ოთხმა არ მოაწერა ხელი, მაგრამ მთავარი არის ნაცმოძრაობა - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე განაცხადა.
მისი თქმით, 100 დღე ხელი რომ არ მოაწერა ნაცმოძრაობამ და არც არავინ მოუწოდა, კითხვები უნდა დაისვას, შარლ მიშელმა რატომ არ მოუწოდა ნაცმოძრაობას ხელი მოეწერა, კარლ ჰარცელმა რატომ არ მოუწოდა?
„100 დღის განმავლობაში ჩვენ საერთოდ არ გვეკუთვნოდა პოლიტიკურად ამ დოკუმენტის ხელმოწერა, იმიტომ, რომ არავითარი კრიზისი არ არსებობდა. ვერ დაამტკიცეს არჩევნების გაყალბება, პირიქით, ჩვენ დავუმტკიცეთ, რომ პი-ვი-ტი გაყალბდა, მაგრამ მოეწერა ხელი, ხალხს გავუწიეთ ანგარიში, ხალხის ინტერესს. ამის მერე გადის ზუსტად 100 დღე, მეორე მხარე ხელს არ აწერს ამ დოკუმენტს და არავინ ერთ განცხადებასაც კი არ აკეთებს ნაცმოძრაობის მიმართ. პირიქით, ჩამოდიან უცხოელი პოლიტიკოსები, აღარ ჩამოვთვლი ვინ და სელფებს იღებენ იმ პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, რომელიც არ აწერს ხელს, ნული კრიტიკა, ნული მოწოდება. 43%-იანი ფორმალიზებული პუნქტი იყო ერთადერთი შანსი, რომ ოპოზიციას ხელი მოეწერა, თუმცა, დოკუმენტში არსებული 43%-იანი ფორმალიზებული ბარიერი ზრდიდა პოლარიზაციის ხარისხს. მართალია ჰაერში დარჩა ეს ბარიერი მაინც და პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო გადალახვა, მაგრამ როგორც კი ჩვენ მოვხსენით ეს ბარიერი, მაშინვე შვება იგრძნო პოლიტიკურმა სისტემამ. ხელი რომ მოეწერა ნაცმოძრაობას, ჩვენ ამას ანულირებას ვერ გავუკეთებდით და არც გავუკეთებდით, ბოლომდე გავყვებოდით.
19 აპრილის დოკუმენტი იყო ცუდი თავისი შინაარსით და თავისი არსით. ჩვენ სრულიად გავაცნობიერეთ ის, რომ რადგან ხელს ვაწერდით ამ დოკუმენტს, ხელმოწერის შემდეგ უნდა შეგვესრულებინა. ეს გვქონდა 100%-ით პროცენტით გაცნობიერებული. 100 დღე ხელი რომ არ მოაწერა ნაცმოძრაობამ და არც არავინ მოუწოდა, კითხვები არ გიჩნდებათ ამასთან დაკავშირებით? შარლ მიშელმა რატომ არ მოუწოდა ნაცმოძრაობას ხელი მოეწერა, კარლ ჰარცელმა რატომ არ მოუწოდა? ეს კითხვები უნდა დაისვას. რომ ყოფილიყო მოწოდება, ნაცმოძრაობა ხელს მოაწერდა და სალაპარაკო არ გახდებოდა, მაგრამ ჩვენ სხვა შანსი არ დაგვრჩა, იდიოტებად ვერ წარმოვაჩენდით საკუთარ თავს“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მან აღნიშნა, 43 %-იანი ბარიერის მოხსნამ შეამსუბუქა საარჩევნო გარემო.
„საარჩევნო ბარიერი დღეს არის ჩვენი კეთილი ნება. თუ მოგვინდება, ამ ბარიერს არ დავამტკიცებთ, მაგრამ თავისთავად ეს ფაქტორი ხელს შუწყობს პოლიტიკური პროცესების სწორად განვითარებას. ის, რომ დღეს ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული ბარიერი დაბლა დაიწევს თუ არა, დამერწმუნეთ, რომ ეს პოლიტიკური პროცესების სწორად განვითარებას ხელს შეუწყობს. საბოლოო ჯამში ჩვენ გვქონდა სათანადოდ ჩატარებული მუნიციპალური არჩევნები, სადაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა ქართველი ხალხის ნება და „ქართული ოცნების“, როგორც ხელისუფლების ლეგიტიმაცია. ეს მუნიციპალური არჩევნები იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის და ამ დოკუმენტის ხელმოწერითაც და მერე ანულირებითაც, საბოლოო ჯამში მიღწეული იქნა ის, რომ მუნიციპალური არჩევნები ჩატარდა სათანადო გარემოში."
კითხვაზე, შარლ მიშელის დოკუმენტმა დააზარალა თუ არა ჩვენი ურთიერთობა ევროკავშირთან, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ არავითარი ობიექტური საფუძველი დაზარალების არ არსებობს, გამომდინარე იქიდან, რომ 100 დღე ნაცმოძრაობა ხელს არ აწერდა ამ შეთანხმებას.
„თქვენ თუ აწერთ ხელს, ნებისმიერი ხელშეკრულება ავიღოთ, ვთქვათ ბინას ყიდულობთ, ხელს თუ აწერთ თქვენ და არ აწერს მეორე მხარე, იმასთან არ უნდა გააგრძელოთ საუბარი, ეს ღირსების საქმეა. ევროკავშირისთვის ეს რატომ არის გაუგებარი? თუ სადმე სიმართლეა, თავმოყვარეობა ევროკავშირს, მიშელს უნდა შელახოდა ნაცმოძრაობისგან, კაცი ჩამოვიდა, არც მივიდნენ შეხვედრაზე და 100 დღე ხელს არ აწერდნენ“ - განცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ხალხი როცა ხედავს, რომ კეთილსინდისიერად მოქმედებ, ხელს აწერ შეთანხმებას და მეორე მხარე, რომელიც მანამდე საბოტაჟს ეწევა, 100 დღე ხელს არ გიწერენ და მაინც აგრძელებ დოკუმენტის შეთანხმებას, შენ ხმას არ მოგცემს არავინ.
„ჩვენ რომ ფეხი დაგვცდენოდა, ნაცმოძრაობა დღეს ხელისუფლებაში იქნებოდა, რის შედეგად, მათ შორის, ჩვენ არ გვექნებოდა ანულირებული ეს შეთანხმება. ხალხი როცა ხედავს, რომ შენ ქლიავურად იქცევი, ჟარგონს გამოვიყენებ, 100 დღე ხელს არ გიწერენ და მაინც აგრძელებ დოკუმენტის შეთანხმებას, შენ ხმას არ მოგცემს არავინ. ხალხი სისუსტეს არა, უღირსობას დაინახავდა. ხალხი დაინახავდა იმას, რომ 100 დღე ხელს არ გიწერს მეორე მხარე და შენ მაინც ქლიავურად ასრულებ ამ შეთანხმებას, ამ შემთხვევაში ხალხს არ უნდა მოეცა ჩვენთვის ხმა. განა არ მოგვცემდა, არც გვეკუთვნოდა ხმის მოცემა. ხალხმა დაინახა ღირსება, რომ ერთ მხარეს არის „ქართული ოცნება“, მეორე მხარეს - კრიმინალური პარტია, შენ ხელს აწერ შეთანხმებას მასთან, რომელიც არ გეკუთვნის, ის 100 დღე ხელს არ აწერს, მაინც ასრულებ, ბოლომდე ანულირებას არ უკეთებ, სადაა შენი ღირსება ამ დროს, ხალხმა რატომ უნდა მოგცეს ხმა, როდესაც ღირსებას ვერ უმტკიცებ?“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
16-11-2024
16-11-2024