გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი: კარლ ბილდტი საკუთარ სტატუსს ამოფარებული ეწევა პოლიტიკურ პროსტიტუციას - ფულს ვინც იხდის იმისია

15-06-2022

“მიხეილ სააკაშვილი მისთვის კარგად ცნობილი კარგი გადამხდელია, შესაბამისად მასთან თანამშრომლობა და მისი პოლიტიკური სიბინძურის ლობირება კარლ ბილდტისათვის დამატებით შემოსავლის წყაროა”- წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

 

მისი თქმით კარლ ბილდტის წარმოდგენა არ აქვს რას და რა სულისკვეთებით აკეთებს ქვეყანა ამისთვის.

 

“შვედეთის ყოფილი პრემიერი და ევროპული საბჭოს მოქმედი თანათავმდჯომარე საგარეო ურთიერთობების საკითხებში კარლ ბილდტი მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ ინტერესებს კვლავ ლობირებს. ის არაფრად თვლის ქართულ სახელმწიფოს, მას არ აინტერესებს ქართული კანონის უზენაესობა რადგან სააკაშვილის პატიმრობას პოლიტიკური მართლმსაჯულებად მიიჩნევს.

 

"ევროპისთვის მიუღებელია და საქართველოს ექსპრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის წაყენებული ყველა ბრალდება ობიექტურ შემოწმებას საჭიროებს" წერს ის. ასევე ის ამა წლის 14 ივნისს გაკეთებული განცხადებით ამტკიცებს რომ "საქართველო არ არის მზად ახალი ნაბიჯისთვის ევროკავშირთან ურთიერთობებში"... მას წარმოდგენა არ აქვს რას და რა სულისკვეთებით აკეთებს ქვეყანა ამისთვის. მის მიერ გაჟღერებული განცხადებები შეკვეთილი, წინასწარ დაწერილი და მზად გადაცემული ტექსტები მოკლებულია ყოველგვარ ობიექტურ საფუძველს.

 

ფაქტია, კარლ ბილდტი საკუთარ სტატუსს ამოფარებული ეწევა პოლიტიკურ პროსტიტუციას- ფულს ვინც იხდის იმისია. მიხეილ სააკაშვილი მისთვის კარგად ცნობილი კარგი გადამხდელია, შესაბამისად მასთან თანამშრომლობა და მისი პოლიტიკური სიბინძურის ლობირება კარლ ბილდტისათვის დამატებით შემოსავლის წყაროა. სააკაშვილის გუნდში 2003 წლიდან დღემდე ასე იყიდება სახელი, ინიღბება სიბინძურე და "კეთდება საქმე" "დალოცვილი" ლობიზმით”- წერს მეგრელიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930