გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 04, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რომეო მიქაუტაძემ ენერგეტიკის განვითარების ფონდის ახალი დირექტორი ჯაბა ხმალაძე თანამშრომლებს წარუდგინა

15-06-2022

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ახალი დირექტორი ჯახა ხმალაძე თანამშრომლებს წარუდგინა.


მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ახალი დირექტორის პროფესიონალიზმს, გამოცდილებასა და გუნდური მუშაობის უნარს. მისი თქმით, ჯახა ხმალაძე წარმატებით შეძლებს, გაართვას თავი ისეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციის ხელმძღვანელობას, როგორიცაა ენერგეტიკის განვითარების ფონდი.


წარდგენისას დასახელდა ფონდის მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, რომელთა მიზანსაც საქართველოს ენერგეტიკის განვითარება, მათ შორის, პრიორიტეტულ ენერგეტიკულ პროექტებში ინვესტიციების მოზიდვა წარმოადგენს.


შეხვედრას ასევე დაესწრო ენერგეტიკის განვითარების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ჩიქოვანი, რომელიც ამჟამად ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორის თანამდებობაზეა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031